ეს გვერდი არის თქვენი ორგანიზაციის ანგარიშის სარეგისტრაციო ფორმა და ამ გვერდზე ივსება ინფორმაცია მხოლოდ თქვენს ორგანიზაციაზე. მას შემდეგ რაც ერთხელ გაივლით რეგისტრაციას, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაამატოთ განუსაზღვრელი რაოდენობის ვაკანსიები, რისთვისაც თქვენს მართვის პანელში უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე ”დაამატე ვაკანსია”.
თუ გსურთ იხილოთ ორგანიზაციის ანგარიშის შევსების დემონსტრაცია დააწკაპუნეთ აქ .
ამავე დროს, თქვენ მომავალში შეგიძლიათ დაამატოთ / შეცვალოთ თქვენი ორგანიზაციის ნებისმიერი ინფორმაცია, რისთვისაც თქვენს მართვის პანელში უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე ”პროფილის შეცვლა”.
თქვენი ინფორმაცია სისტემაში შეინახება სრულიად კონფედენციალურად (იხილეთ ამ გვერდის ქვემოთ მდებარე ბმული ”უსაფრთხოება”).
თუ თქვენ უკვე ხართ დარეგისტრირებული, როგორც დამსაქმებელი, გთხოვთ ხელახლა ნუღარ დარეგისტრირდებით. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ დააწკაპუნეთ აქ , რათა შეხვიდეთ თქვენს მართვის პანელში.
გაფრთხილება:
ჩვენს ვებ საითზე განსაკუთრებით დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია მოწმდება ხარისხზე, ამიტომ გთხოვთ:
- ორგანიზაციაზე ინფორმაცია შეავსოთ სრულად და უტყუარად, რათა დავრწმუნდეთ თქვენში და რეგისტრაციის უფლება მოგანიჭოთ. თუ თქვენი საკონტაქტო ან სხვა რაიმე ინფორმაცია კონფედენციალურია და არ გსურთ საჯაროდ გამოქვეყნება, ეს მარტივად შეგიძლიათ განახორციელოთ თუ გამოიყენებთ ქვემოთ არსებულ შესაბამის ”მოსანიშნ კვადრატებს” ;
- საკონტაქტოდ მიუთითეთ ჩვეულებრივი ტელეფონი და ამის მერე თუ გსურთ მობილურიც;
- ელ.ფოსტის ადგილზე მხოლოდ ერთი ელ.ფოსტა უნდა ჩაიწეროს;
- გთხოვთ, რეგისტრაციის დროს არ გამოიყენოთ Yahoo-ს ელ.ფოსტა;
- დაუშვებელია ქსელური მარკეტინგის და სხვა მსგავსი ფორმის ოგრანიზაციების რეგისტრაცია;
- ქართული ტექსტი შეიყვანეთ ქართული ასოებით და არავითარ შემთხვევაში ლათინურით (საჭიროების შემთხვევაში ლათინურიდან ქართულ ფონტზე გადასაყვანად, ან პირიქით, გამოიყენეთ ჩვენი ქართული ფონტის კონვერტორი);
- ამ გვერდზე ინფორმაცია ორგანიზაციაზე უმჯობესია ინგლისურად შეავსოთ, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს მთელს მსოფლიოში;
- ინგლისურ ტექსტში დიდი ასოები იხმარეთ იქ სადაც საჭიროა, არ დაწეროთ სულ დიდი ასოებით.
- დაიცვათ აკურატულობა, შინაარსი აზრიანად წარმოადგინეთ - გახსოვდეთ თქვენს ინფორმაციას ნახავს მთელი მსოფლიო და თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ორგანიზაციის იმიჯი - დადებითი ან უარყოფითი
ამრიგად, ულამაზო ტექსტისა და ზემოთ ჩამოთვლილის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ისინი უმნიშვნელოა, ჩვენ შესაძლოა შევიტანოთ მცირედი შესწორება და ასე გამოვაქვეყნოთ, მაგრამ თუ დარღვევები დიდია ჩვენ იძულებული ვიქნებით შევაჩეროთ რეგისტრაცია. შეჩერებული რეგისტრაცია ხელახლა განახლდება მაშინ, როცა გამოასწორებთ დარღვევას.