ვაკანსიის სწრაფი ძებნა

ვაკანსიის გაფართოვებული ძებნა »  
         
 მაძიებლები:19,500 
 დამსაქმებლები:2697 
 ვაკანსია:110 
 იხილე ეს გვერდი ინგლისურად   იხილე ეს გვერდი ქართულად   იხილე ეს გვერდი რუსულად 
 ენა:ქართულად 
  Home Page  Contact Us  Sitemap 
მაძიებელი
ელ.ფოსტის მისამართი
პაროლი
 
პაროლის შეხსენება
  მთავარი გვერდი
  წევრობის სარგებელი
  რეგისტრაცია
  პაროლის შეხსენება
  ჩემი პერსონალური ინფო
  ჩემი რეზიუმე
  ვაკანსიების ძებნა
  ჩემი ჩანიშნული ვაკანსიები
  დამსაქმებელთა სია
  Jobmail გამოწერა
  ჩემი საფოსტო ყუთი
  მაძიებლის დახმარება
 
  დახმარება და ხ.დ.კ.
  რჩევები
  სარგებელი ვებსაითიდან
  ქართულზე კონვერტორი
  წესები და პირობები
  ვებსაითის რუკა
  დაგვიკავშირდით
რჩეული ვაკანსიები
 Expert-Partner
 ექსპერტ...
 Various
რჩეული ორგანიზაციები
 SystemForex
 JSC Wissol Petroleum...
 Axis Ltd
 MagtiCom
 UNICEF - Georgia
 HSBC Bank Georgia
 
წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ურთიერთობას და წარმოადგენს შეთანხმებას JobGeo.Com-სა და მის მომხმარებლებს შორის.

JobGeo.Com ზე გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინფორმაცია მოწმდება ხარისხზე და ამიტომ მომხმარებლებს ეკრძალებათ:

  1. ყალბი, შეურაცმყოფელი და უკანონო ინფორმაციის წარმოდგენა;
  2. არასაკმარისი, ვადაგასული და არასერიოზული ინფორმაციის წარმოდგენა;
  3. JobGeo.Com-ისთვის ვინაობის, ტელეფონის და მისამართის დამალვა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
  4. ქართული ტექსტის შეყვანა ლათინური ასოებით, ქართული ტექსტი უნდა იქნეს შეყვანილი მხოლოდ ქართული ფონტის უნიკოდის სტანდარტით;
  5. ლათინური, მათ შორის ინგლისური, ტექსტის ყველა ასოს წარმოდგენა მხოლოდ დიდი ასოებით;
  6. არა აკურატული, გაურკვეველი და მნიშვნელოვანი გრამატიკული შეცდომებით ტექსტის წარმოდგენა;
  7. ნებისმიერი პროდუქციის ან სერვისის სარეკლამო მასალების გამოქვეყნება და გავრცელება JobGeo.Com-თან შეთანხმების გარეშე;
  8. ვირუსის, ტროიანის და სხვა ნებისმიერი პარაზიტის შემცველი პროგრამების, სკრიპტების ან კოდების გავრცელება. ამ შემთხვევაში JobGeo.Com ბოროტმოქმედზე ინფორმაციას  გადასცემს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და იგი გასამართლდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კანონის მთელი სიმკაცრით;
  9. საავტორო უფლებით დაცული ინფორმაციის გამოყენება მის მფლობელთან და ავტორთან შეთანხმების გარეშე;
  10. JobGeo.Com-თან შეთანხმების გარეშე ვებ სიათიდან ნებისმიერი მასალის კოპირება, მოდიფიცირება, გავრცელება, გაყიდვა და თარგმნა;
  11. სპამის გავრცელება;
  12. რასობრივი, რელიგიური, კულტურული, ეროვნულ, პოლიტიკური, სქესობრივი, ასაკობრივი, პროფესიული ან სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის წარმოდგენა.

JobGeo.Com უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს, შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი განცხადება მთლიანად ან ნაწილობრივ. ასევე, JobGeo.Com უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებით არ დაუშვას სისტემაში ის მომხმარებელი, რომელსაც იგი თვლის მიუღებლად.

მომხმარებელი აქვეყნებს რა ვაკანსიაზე განცხადებას, რეზიუმეს და სხვა ინფორმაციას JobGeo.Com-ზე, ამით ადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის შეუზღუდავი კუთვნილების, სარგებლობის და განკარგვის უფლება აქვს JobGeo.Com-ს მთელს მსოფლიოში.

მომხმარებელი ადასტურებს იმას, რომ მის მეირ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის აკრძალული, საავტორო უფლებით დაცული ან მას გააჩნია მასზე საავტორო უფლება;

JobGeo.Com არ იძლევა გარანტიას და არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ JobGeo.Com ვებ საითით სარგებლობით მიღებულ  დადებითზე ან უარყოფითზე შედეგებზე;

მომხმარებელი ვალდებულია JobGeo.Com ვებ საითით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაცია და პაროლი შეინახოს უსაფრთხოდ და არ გადასცეს უცხო პირებს;

მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოთ უტყუარი, ზუსტი, მიმდინარე და სრული ინფორმაცია, ასევე ვალდებულია დროულად განაახლოთ და გაასწოროთ ეს ინფორმაცია, რათა შეინარჩუნოთ უტყუარობა, ზუსტე, სიახლე და სისრულე. ნებისმიერ მცდარი, არაზუსტი, ვადაგასული ან არასრულ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში JobGeo.Com-ს აქვს უფლება შეაჩეროს ან წაშალოს თქვენი ანგარიში და უარი განაცხადოს მიმდინარე ან მომავალი მომსახურების გაწევაზე (სრულად ან მის ნებისმიერ ნაწილზე). ამავე დროს, JobGeo.Com ზრუნავს დაიცვას ყველა თავისი მომხმარებლის უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და ანონიმურობა მესამე პირის წინაშე;

JobGeo.Com უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ამ შეთანხმების ნებისმიერი პუნქტი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს ამ წესებს და პირობებს, თვალი მიადევნოს მის განახლებულ ვერსიებს.

JobGeo.Com უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შევცვალოთ ამ საითის გარეგნობა და შინაარსი. მომხმარებელი ეთანხმება, იმას რომ ამ ვებ საითზე და ინფორმაციასთან მომხმარებლის დაშვება და მომსახურება შეიძლება დროებით ხელმიუწვდომელი იყოს ვებ საითის რემონტის, ტექნიკური განახლების, სტიქიური უბედურების ან სხვა მიზეზის გამო. მომხმარებელი აცნობიერებს აღნიშნულ რისკს და JobGeo.Com არაა ვალდებული ასეთ სიტუაციიდან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე.

JobGeo.Com ვებ საითი მოიცავს სხვადასხვა ტექსტს, ბმულს ან რეკლამას სხვადასხვა მომხმარებლებისგან, სპონსორებისგან, პარტნიორებისგან და სხვა პირებისგან. JobGeo.Com არ არის მათი მასალების წარმომადგენელი, რეკომენდატორი, გარანტორი და შესაბამისად, არ არის მათი მეშვეობით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებელი. მომხმარებელი, ათვითცნობიერებს რა ამ გარემოებას, მას არ უნდა ქონდეს პრეტენზია JobGeo.Com-ს მიმართ, თუკი რაიმე ფორმით მას რაიმე ზარალი მიადგა ან შეცდომაში იქნა შეყვანილი.

ეს JobGeo.Com-სა და მის ნებისმიერ კონტრაგენტს შორის ეს შეთანხმება სხვა ნებისმიერ წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებაზე მაღლა დგას და აბათილებს მას. ამ საითის სარგებლობისას მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმების ყველა პირობას.

თუ შეამჩნევთ ნებისმიერი პირის მიერ ამ საითის წესებისა და პირობების ნებისმიერი სახის დარღვევას, გთხოვთ შეგვატყობინეთ დაუყოვნებლივ.
Important Sources


 
მთავარი გვერდი  •  სარგებელი ვებსაითიდან  •  ჩვენი მომსახურებები  •  ხ.დ.კ. და დახმარება  •  რჩევები  •  განათავსეთ ვაკანსიები თქვენს ვებსაითზე  •  კავშირი ჩვენკენ  •  ჩვენი კლიენტები  •  რეკლამა ვებსაითზე JobGeo.Com  •  ქართული ფონტის კონვერტორი  •  დაგვიკავშირდით  •  უსაფრთხოება  •  წესები და პირობები  •  ვებსაითის რუკა


ჩვენს ვებაითზე ხარისხს მკაცრად ვაკონტროლებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა თუ შეამჩნევთ რაიმე შეცდომას ან არაკორექტულობას, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

ჩვენი ვებსიათიდან მასალების კოპირება და გამოყენება აკრძალულია თუ არ იქნა მითითებული ინფორმაციის წყაროდ www.JobGeo.Com !

list webpals  Copyright © 2007-2018 JobGeo.Com